ჰარმონიული შიანაგანი ბავშვი
Inneres Kind

გაიცანი შენი შინაგანი ბავშვი და გააცნობიერე შენი ძირეული რწმენები

ონლაინ კურსი დამოუკიდებელი მუშაობისათვის

შინაგანი ბავშვი არის ჩვენს ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული რწმენები და ემოციურობა (როგორც დადებითი ასევე უარყოფითი). შინაგანი ბავშვის გაცნობით ვაცნობიერებთ ჩვენს ცხოვრების გზას და ამით ვაძლევთ ჩვენს თავს შანსს შევცვალოთ ის, რაც ჩვენს ცხოვრებას არ უხდება, გავაპოზიტივოთ დესტრუქციული რწმენები, გავაუმჯობესოთ ჩვენი შინაგანი სტაბილურობა და ჰარმონია, მივცეთ ჩვენს პოტენციალს უკეთ გამოვლენის საშუალება, ვიცხოვროთ ჩვენი საკუთარი ცხოვრება და არა ის პროგრამა, რომელიც გაუცნობიერებლად გავითავისეთ.

ვისთვის არის ეს კურსი?  

მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ემოციურობის გაგება და მართვა, საკუთარი მეობის და პოტენციალის უკეთ გამოხატვა, ჯანმრთელობის, ურთიერთობების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 

იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ანონიმურად, სახლის მყუდრო პირობებში და მისთვის კომფორტულ დროს ჩაუღრმავდეს ამ მგძნობიარე და მნიშვნელოვან თემას, ამავე დროს ჰქონდეს საშუალება ელფოსტით მომმართოს და კითხვა-პასუხის ვიდეოთი მიიღოს ასევე ანონიმურად პასუხი.

კურსი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

1. მისალმების/მოტივაციის ვიდეო

2. ტესტი დეტალური ინსტრუქციით: გაიცანი შენი შინაგანი ბავშვი

3. დეტალური ინსტრუქცია შინაგანი ბავშვის დესტრუქციული რწმენების გამოსავლენად და მათ შესაცვლელად

4. დეტალური ინსტრუქციის ვიდეო

5. ვიდეო: როგორ მოვიპოვოთ ჩვენი შინაგანი ბავშვის ნდობა?

6. მედიტაცია: დაიახლოვე და შეიყვარე შენი შინაგანი ბავშვი

გთხოვთ ასევე მოუსმინოთ ტექსტის ქვემოთ ინფო-ვიდეოს კურსის შესახებ

♦ კურსის შინაარსს დაემატება  შემდგომში კითხვა-პასუხის ვიდეო.

♦ 3 თვიანი ინტერვალებით მსურველებს მოვიპატიჟებ ზუმის შეხვედრაზე მიღებული შედეგების გასაანალიზებლად.

კურსი მოთავსებულია  ვებგვერდზე, რომელზე შესასვლელად თქვენ გამოგეგზავნებათ  ელფოსტით ბმული და კოდი.

კურსზე წვდომა გაქვთ შეძენიდან 12 თვე.

რამდენი დროს მოითხოვს ეს კურსი?

პირველ კვირაში საჭიროა რამდენიმე საათი ფოკუსირებული მშვიდი მუშაობა.

შემდეგ კი დილა-საღამოს დაახლოებით 10-15 წუთი.

დროის დანახარჯი დიდი არ არის, მაგრამ პროცესის  უწყვეტობაა გადამწყვეტი.

კურსი გათვლილია 10 თვეზე სამუშაოდ. ყოველი 3 თვის შემდეგ ხდება შედეგების შეფასება სკალაზე.

ვისთვის არ არის ეს კურსი?

მათთვის, ვისაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. ვინც მკურნალობაშია, მათ უნდა ეს ონლაინ კურსი თავიანთ ექიმთან/ფსიქიატრთან შეათანხმონ.

კურსის შეძენით თქვენ ეთანხმებით ჩემს საავტორო უფლებებს და პირობებს. ონლაინ კურსი არის ელექტრონული პროდუქტი, რომლის ყველა ნაწილზე  გაქვთ შეძენისას სრული წვდომა, ამიტომ ის არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და არ ითვალისწინებს საცდელ ვადას.

ინფო კურსზე შინაგანი ბავშვი

ონლაინ კურსის ფასი:

◊  199,00 ლარი ან

◊ 90,00 €/$ (დღგ-ს, საბუღალტრო და ფეიფალის ხარჯების გამო)

კურსის ყიდვა იქნება შესაძლებელი 3 კვირის განმავლობაში.

9 მაისამდე კი გთავაზობთ მსურველებს  განსაკუთრებულ ფასს: 

199,00  ნაცვლად 159,00 ლარი

90,00  ნაცვლად 70,00 € / $

რეგისტრაცია

და კურსის შეძენა

მე ვარ ნანა შევსკი, ჯანმრთელობის პედაგოგი და ფსიქოლოგი,  ტრანსფორმაციის ქოუჩი და მკურნალი ფსიქოთერაპევტი. 30 წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ ჩრდილო გერმანიაში.

ათწლეულებია ვმუშაობ ჩემს კლიენტებთან შინაგანი ბავშვის მეთოდით. მინდა ქართულ სივრცეში გავაზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება.  ეს ონლაინ კურსი დიდი რუდუნებით და სიყვარულით შევქმენი. დაე მან თქვენ საუკეთესო შემეცნებები და პოზიტიური ტრანსფორმაციები შეგაძლებინოთ. გისურვებთ წარმატებას.

საუკეთესო სურვილებით

ნანა შევსკი